—

შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს გუშინ გამოქვეყნებული ანგარიში ევროპარლამენტის რაიმე ოფიციალური დოკუმენტია

23
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს გუშინ გამოქვეყნებული ანგარიში ევროპარლამენტის რაიმე ოფიციალური დოკუმენტია
მოსასმენად დააჭირეთ

გახლავთ ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტის ანალიზი, კვლევა და სამწუხაროა, რომ მედიისა და ოპოზიციის ნაწილმა აიტაცა, თითქოს ეს არის ევროკავშირის პარლამენტის დოკუმენტი, რაც არის აბსოლუტური ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოს…

ეს 

გახლავთ ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტის ანალიზი, კვლევა და სამწუხაროა, რომ მედიისა და ოპოზიციის ნაწილმა აიტაცა, თითქოს ეს არის ევროკავშირის პარლამენტის დოკუმენტი, რაც არის აბსოლუტური ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის ვებგვერდზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ სამი ავტორის მიერ მომზადებული კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის ანგარიში და შეფასება.

„ევროპარლამენტს ჰყავს თავისი მომხსენებელი და ევროპარლამენტის მხრიდან იქმნება დოკუმენტი, იქ არის ის შეფასებები. ჩვენ ჯერჯერობით არც გვინახავს. რაც შეეხება ამ შეფასებებს, გავეცნობით კიდევ დეტალურად. მე ვნახე, რომ რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა იყო დოკუმენტში. ასე, რომ შევხედოთ, ამ დოკუმენტს ვნახავთ. კრიტიკული მოსაზრებები გასაგებია, შევხედავთ, გავაანალიზებთ და გასათვალისწინებელ საკითხებს რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ხაზი გაესვას, რომ ეს არ გახლავთ ევროპარლამენტის დოკუმენტი და სამწუხაროა, რომ ასეთი დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ეს ევროპარლამენტის რაიმე ოფიციალური დოკუმენტია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ სამი ავტორის მიერ მომზადებული კვლევა გამოქვეყნდა. „დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მის ავტორ(ებ)ს და მასში გამოთქმული მოსაზრებები არ უნდა იქნას მიღებული, როგორც პარლამენტის ოფიციალური პოზიცია“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტში.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →