—

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ერთ თვეში საზოგადოებრივ სამუშაოებზე 2 900-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი დასაქმდა

34
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ერთ თვეში საზოგადოებრივ სამუშაოებზე 2 900-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი დასაქმდა
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილს განცხადებით, ერთ თვეში საზოგადოებრივ სამუშაოებზე 2 900-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი დასაქმდა.

მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა 1-ელი მარტიდან დაიწყო და 20 000 ვაკანსიაზე ინტერესი 17 000-მდე ადამიანმა გამოხატა. მათგან კონტრაქტი გაუფორმდა და საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმდა 2 900-ზე მეტი პირი.

"ძალიან გვიხარია ასეთი შედეგი. თან იმ პირობებში, როგორი დაძაბულობაც არის მსოფლიოში და ასევე, როცა არანაირი საკომუნიკაციო კამპანია არ გვქონია და ასე ვთქვათ, თვითდინებით მაინც მოგვმართავდნენ და ამ პროექტის მიმართ ინტერესს გამოხატავდნენ.

ამ ეტაპისთვის უკვე დასაქმებულია და სამუშაო რეჟიმში ჩართულია 2 900-ზე მეტი ადამიანი. ძირითადად, დასაქმებულები არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ქალაქებში, თუ სოფლებში საზოგადოებრივ სამუშაოებში, ისეთებზე, როგორიცაა მაგალითად, ბაღში დამხმარეები, საოფისე სამუშოები, ასევე, ტყეში სხვადასხვა ტიპის სამუშოები, ტყის მოვლა, შეწამვლა და სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოები, ასევე, ინფრასტრუქტურის კუთხით," - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →