—

ნინო ლომჯარია - სააკაშვილი საჭიროებს როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ რეაბილიტაციას, მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს სერვისები არ მიეწოდება

30
ნინო ლომჯარია - სააკაშვილი საჭიროებს როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ რეაბილიტაციას, მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს სერვისები არ მიეწოდება
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით მას როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური რეაბილიტაცია…

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით მას როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური რეაბილიტაცია ესაჭიროება.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განმარტა, მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სერვისები ამ დრომდე არ მიეწოდება, რაც მისი მკურნალობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ხარვეზია.

,,ჩვენი წარმომადგენლები რეგულარულ ვიზიტებს ახორციელებენ მიხეილ სააკაშვილთან, ისევე როგორც სხვა პატიმრებთან. ამიტომ, მისი მდგომარეობის შესახებ მუდმივად ვართ ინფორმირებულები. მივიღეთ გამოკვლევის შედეგები, რომელიც მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდგომ ჩაუტარდა, როდესაც ეს მონაცემები გავუზიარეთ ჩვენს კონსილიუმს გვითხრეს, რომ ეს შედეგები იდენტურია მათი დასკვნისა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. ჩვენი შეფასება არის უცვლელი, ის საჭიროებს როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ რეაბილიტაციას, მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს სერვისები არ მიეწოდება, ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი ხარვეზი მისი მკურნალობის მიმართულებით”, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →