—

პრემიერი - გვახარებს, რომ ეპიდვითარება არის გაუმჯობესებული

27
პრემიერი - გვახარებს, რომ ეპიდვითარება არის გაუმჯობესებული
მოსასმენად დააჭირეთ

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში ეპიდვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რისთვისაც მან ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს მადლობა გადაუხადა.

პრემიერის განცხადებით, ზურაბ აზარაშვილი პანდემიის მართვაში ეფექტურად ჩაერთო და უწყებას წარმატებულად უძღვება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდკლინიკებში 500-მდე ადამიანი აგრძელებს მკურნალობას.

"ეპიდვითარება არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული. მე მინდა ბატონ ზურას მადლობა გადავუხადო, ძალიან ეფექტურად ჩაერთო და წარმატებულად უძღვება თავის სამინისტროს. ბოლო 7 დღის საშუალო დღიური ინციდენტობის მაჩვენებელი 415-ია და კლებას განაგრძობს. დღეს მაგალითად 200 შემთხვევა იყო, სიკვდილიანობა საგრძნობლად შემცირებულია. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ 2 შემთხვევა იყო გარდაცვალების, მაგრამ ეს მიუთითებს, რომ ძალიან დაკლებული არის.

კოვიდკლინიკებში 500-ზე ნაკლები პაციენტი აგრძელებს მკურნალობას და დღეს ქვეყანაში დაახლოებით 4 000 ინფიცირებული არის მხოლოდ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გვახარებს, რომ ეპიდვითარება არის გაუმჯობესებული და ამ მიმართულებით შემთხვევების კლების დინამიკა არის შენარჩუნებული. შესაბამისად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, შევამსუბუქეთ რეგულაციები, შეზღუდვები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით მიმდინარე დინამიკას და შესაბამისი იქნება ჩვენი შემდგომი გადაწყვეტილებებიც," - განაცხადა პრემიერმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →