—

მთავრობა პროექტებს ვადაზე ადრე განახორციელებს, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა და შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი

28
მთავრობა პროექტებს ვადაზე ადრე განახორციელებს, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა და შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი
მოსასმენად დააჭირეთ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური ზრდისა და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით აქტიური მუშაობა დაიწყო. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტების…

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური ზრდისა და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით აქტიური მუშაობა დაიწყო. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტების განხორციელების ფარგლებში ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა არის განსაზღვრული.

„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ეკონომიკური ზრდისა და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. სამშენებლო სექტორს შევთავაზეთ მოიზიდონ დამატებით ფინანსური რესურსი გარანტირებული დაკვეთის მისაღებად საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით. ამ საკითხზე უკვე არაერთი შეხვედრა გაიმართა. ყველა სამინისტრომ უკვე გამოგზავნა იმ ობიექტების ნუსხა, რომელიც ასაშენებელი იქნება ან მოექცევა რეაბილიტაციის რეჟიმში. საკმაოდ მასშტაბური მოცულობა მივიღეთ, დაახლოებით მილიარდ 500 მილიონიდან 2 მილიარდამდე. პროექტები წარმოადგინეს ისეთმა უწყებებმა, როგორიც არის თავდაცვა, ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ყველა მიმართულება.

ჩვენი ამოცანა იქნება, რომ იმ სამუშაოების ვადა გადმოვწიოთ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო და წელსვე დავიწყოთ ამ პროექტების განხორციელება. ბატონ მიხეილ ჩხენკელს მაგალითად, 800 სკოლა აქვს გასარემონტებელი, ყველა სკოლა ევროპული სტანდარტის მიხედვით რომ გავარემონტოთ. ყველა მიმართულებით ძალიან ბევრი სამუშაო გვექნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების დაპირება იყო 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა და ხელისუფლების ამოცანაა, ეს პროექტი ვადაზე ადრე დასრულდეს.

„მთავრობა საკუთარ პროექტებს ვადაზე ადრე განახორციელებს, მეორე მხრივ, ბიზნესიც ამით ისარგებლებს. დაჩქარდება ეკონომიკური ზრდაც და ზოგადად, ძალიან სასარგებლო ინიციატივაა. ამას გარდა, მინდა აღვნიშნო, რომ ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა არის განსაზღვრული ამ პროექტებში და ბუნებრივია, ჩვენ ამას ძალიან მალე დავასრულებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ბანკები მზად არიან, პროექტების განხორციელება დააფინანსონ.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →