—

ირაკლი ღარიბაშვილი - უნდა დავაჩქაროთ და რაც შეიძლება მეტი ჰესი ავაშენოთ, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის, თუ დიდი ჰესები

26
ირაკლი ღარიბაშვილი - უნდა დავაჩქაროთ და რაც შეიძლება მეტი ჰესი ავაშენოთ, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის, თუ დიდი ჰესები
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებით ინვესტიციების მოზიდვა. ტემპები მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ და საქართველოში, რაც შეიძლება მეტი ჰესი ავაშენოთ, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის, თუ დიდი ჰესები, - ამის შესახებ…

ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებით ინვესტიციების მოზიდვა. ტემპები მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ და საქართველოში, რაც შეიძლება მეტი ჰესი ავაშენოთ, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის, თუ დიდი ჰესები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ჰესების მშენებლობისთვის ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, საბოლოო მოდელის შემუშავება მიმდინარეობს და მომავალ კვირას პრეზენტაცია გაიმართება, სადაც ბიზნესს კონკრეტულ შეთავაზებათა პაკეტს წარუდგენენ.

"ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებით ინვესტიციების მოზიდვა. ტემპები მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ და ავაშენოთ, რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის, თუ დიდი ჰესები. ამის თაობაზე მე დავავალე ეკონომიკის მინისტრს, ასევე ფინანსთა მინისტრს. უახლოეს რამდენიმე დღეში საბოლოო მოდელს წარმოგიდგენთ და ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში მექნება საშუალება, რომ ეს შეთავაზება ბიზნესს გავუკეთო, რომ ამით ხელი შეეწყოს დარგში გენერაციის სუბიექტების მშენებლობას და რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ ჰესების მშენებლობა.

ჩვენ ელექტროენერგიის მოთხოვნა წლიდან წლამდე გვეზრდება. მოხმარება იზრდება. ამ დროს გენერაცია მოთხოვნისას და მოხმარებას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს ქვეყანას, ზოგადად ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას, ამიტომ ამ მიმართულებით, მომავალ კვირაში გვექნება პრეზენტაცია და ბიზნესს ამ შეთავაზებათა პაკეტს წარვუდგენთ," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →