—

შარლ მიშელი - შოკირებული ვარ ბუჩაში რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სიმხეცის ამსახველი კადრებით

4
შარლ მიშელი - შოკირებული ვარ ბუჩაში რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სიმხეცის ამსახველი კადრებით
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გათავისუფლებული ბუჩადან გავრცელებულ მშვიდობიანი მოსახლეობის წამებისა და მოკვლის ფაქტების ამსახველ კადრებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ევროკავშირი ეხმარება უკრაინას საერთაშორისო სასამართლოებში დევნის დაწყებისთვის აუცილებელი მტკიცებულებების შეგროვებაში.

შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირის მხრიდან სანქციების ახალი პაკეტი უკვე გზაშია.

„შოკირებული ვარ კიევის გათავისუფლებულ რეგიონში, ბუჩაში, რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სიმხეცის ამსახველი კადრებით.

ევროკავშირი ეხმარება უკრაინასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საერთაშორისო სასამართლოებში დევნის დასაწყებად აუცილებელი მტკიცებულებების მოგროვებაში.

ევროკავშირის შემდგომი სანქციები და დახმარება გზაშია.

დიდება უკრაინას!“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →