—

ლიეტუვის საგარეო უწყება - ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიერ რუსეთთან შეერთების საკითხზე იქნება არალეგალური და იურიდიული ძალის არმქონე

26
ლიეტუვის საგარეო უწყება - ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიერ რუსეთთან შეერთების საკითხზე იქნება არალეგალური და იურიდიული ძალის არმქონე
მოსასმენად დააჭირეთ

ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიერ რუსეთთან შეერთების საკითხზე იქნება არალეგალური და იურიდიული ძალის არმქონე,- ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერის“…

ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიერ რუსეთთან შეერთების საკითხზე იქნება არალეგალური და იურიდიული ძალის არმქონე,- ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

ლიეტუვის საგარეო უწყება საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას.

„ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიერ რუსეთთან შეერთების საკითხზე იქნება არალეგალური და იურიდიული ძალის არმქონე. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისათვის, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკა ისტორიული სამშობლოს, რუსეთის შემადგენლობაში იქნება.

ბიბილოვის განცხადება რუსეთის მმართველი პარტიის, „ედინაია რასიას“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გასაერთიანებლად უახლოეს მომავალში „სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება“.

ამასთან, როგორც ე.წა. პრეზიადენტის, ანატოლი ბიბილოვის პრესმდივანმა დინა გასიევამ „რია ნოვოსტის“ განუცხადა, „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 10 აპრილის „საპრეზიდენტო არჩევნების“ შემდეგ გაიმართება.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →