—

მიხეილ სააკაშვილი - ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩემი გათავისუფლება მოითხოვა

32
მიხეილ სააკაშვილი - ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩემი გათავისუფლება მოითხოვა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ს ინფორმაციით, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მისი გათავისუფლება მოითხოვა.

როგორც სააკაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტავს, მისი გათავისუფლებისაკენ ხელისუფლებას ბევრი სხვა საერთაშორისო მოთამაშე მიმართავს, თუმცა „ოლიგარქი მითითებას მხოლოდ ვლადიმერ პუტინისგან იღებს“.

,,ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩემი გათავისუფლება მოითხოვა. ძალიან ბევრი საერთაშორისო დიდი მოთამაშე იგივეს ეუბნება საქართველოს ოლიგარქიულ ხელისუფლებას, მაგრამ ოლიგარქი იღებს მითითებას მხოლოდ ერთი მხრიდან - ეს არის პუტინი. ოღონდ პუტინს ახლა თავისი გასჭირვებია და არამგონია ბორენკასთვის რამენაირად მოიცალოს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →