—

უკრაინის გენერალური პროკურატურა - რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან 145 ბავშვი დაიღუპა და 222 დაშავდა

25
უკრაინის გენერალური პროკურატურა - რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან 145 ბავშვი დაიღუპა და 222 დაშავდა
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან დღემდე 145 ბავშვი დაიღუპა, 222 ბავშვი დაშავდა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა 790 სასწავლო დაწესებულება, აქედან 75…

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან დღემდე 145 ბავშვი დაიღუპა, 222 ბავშვი დაშავდა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა 790 სასწავლო დაწესებულება, აქედან 75 მთლიანად განადგურდა. უმძიმესი მდგომარეობაა დონეცკში, ხარკოვში, მიკოლაევში, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიგოვის რაიონებში და ქალაქ კიევში.

გენერალური პროკურატურა აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები არ არის საბოლოო, ვინაიდან არ არსებობს აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბომბვის ადგილების შემოწმების შესაძლებლობა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →