—

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ქალაქ მიკოლაივის ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს

16
რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ქალაქ მიკოლაივის ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა უკრაინის ქალაქ მიკოლაივის ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს.

აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ მიკოლაივის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიტალი კიმის თქმით, შენობას რაკეტა მოხვდა და მისი ნაწილი ჩამოიშალა. ვიტალი კიმმა ასევე აღნიშნა, რომ შენობის შიგნით მყოფი ადამიანების უმეტესობამ „სასწაულებრივად დააღწია თავი“, მაგრამ რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი დაკარგულად ითვლება. კიმის განცხადებით, ნანგრევების ქვეშ რამდენიმე ადამიანი რჩება, მაშველები მათ ამოყვანას ცდილობენ.

მიკოლაივი შავი ზღვის სანაპირო ქალაქია.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →