—

კახა კალაძე - მჯერა, რომ ომი მალე დასრულდება და ადამიანები შეძლებენ საკუთარ სახლებს მშვიდად დაუბრუნდნენ - მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს

20
კახა კალაძე - მჯერა, რომ ომი მალე დასრულდება და ადამიანები შეძლებენ საკუთარ სახლებს მშვიდად დაუბრუნდნენ - მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს
მოსასმენად დააჭირეთ

მჯერა, რომ ომი მალე დასრულდება და ადამიანები შეძლებენ საკუთარ სახლებს მშვიდად დაუბრუნდნენ. მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე…

მჯერა, რომ ომი მალე დასრულდება და ადამიანები შეძლებენ საკუთარ სახლებს მშვიდად დაუბრუნდნენ. მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძემ სხდომაზე ისტორია გაიხსნება, თუ როგორ შეახვედრა ერთმანეთს უკრაინაში განხორციელებულმა რუსულმა აგრესიამ, აფხაზეთში წლების წინ მცხოვრები მეზობლები.

„ომი არის ძალიან დიდი უბედურება. ჩვენ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს, ვიცით. მინდა ერთი ისტორია მოგიყვეთ. როგორც იცით, თბილისის ბაგა-ბაღებში დავიწყეთ უკრაინელი პატარების მიღება სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე. ასე აღმოჩნდა თბილისის 69-ე ბაღში უკრაინის მოქალაქე თამარა კოზერენკოს გოგონა, რომელიც პედაგოგიც არის ქალბატონი ხათუნა ბერიძე. ამ ამბავში ერთი შეხვედრით უცნაური არაფერია ერთი რამის გარდა. ორივე ქალბატონი წლების წინ აფხაზეთში ცხოვრობდა, ისინი იყვნენ მეზობლები, ერთად იზრდებოდნენ და ომმა და წლებმა მეზობლები ერთმანეთს დააშორა, თუმცა დღეს ისევ რუსულმა აგრესიამ შეახვედრა ეს ადამიანები ერთმანეთს. მჯერა, რომ ომი მალე დასრულდება და ადამიანები შეძლებენ საკუთარ სახლებს მშვიდად დაუბრუნდნენ. მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე ისაუბრა უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის საკითხზეც და ყველა იმ ადამიანს და კომპანიას, რომელმაც ამაში მონაწილეობა მიიღო, მადლობა გადაუხადა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →