—

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსების მიერ გატაცებული რამდენიმე მერი მოკლული ვიპოვეთ

22
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსების მიერ გატაცებული რამდენიმე მერი მოკლული ვიპოვეთ
მოსასმენად დააჭირეთ

რუსები იტაცებენ ჩვენი ქალაქების მერებს, ზოგიერთ მათგანს ვერ ვპოულობთ, ზოგიერთი უკვე ვიპოვეთ და ისინი მოკლულები არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში…

რუსები იტაცებენ ჩვენი ქალაქების მერებს, ზოგიერთ მათგანს ვერ ვპოულობთ, ზოგიერთი უკვე ვიპოვეთ და ისინი მოკლულები არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით,ზოგიერთი მათგანი კი ოკუპანტებმა ჩაანაცვლეს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პუტინისთვის ძალა ძალადობას ნიშნავს. მისი თქმით, რუსეთის არმია ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმავე მეთოდებს იყენებს, რაც დონბასში 2014 წელს გამოიყენა.

„ჩვენ გვჯერა გამარჯვების. სხვა რამის დაჯერება შეუძლებელია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ეს არის ჩვენი სახლი, ჩვენი მიწა, ჩვენი დამოუკიდებლობა. ეს მხოლოდ დროის საკითხია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყნის გამარჯვება დამოკიდებულია არა მხოლოდ უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთებაზე, არამედ დასავლეთის მხარდაჭერაზეც. ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ტანკები, ჯავშანტექნიკა და სამხედრო თვითმფრინავები ახლა სჭირდება.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →