—

ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს და არ უნდა წავიდეს უკრაინაში, ისევ და ისევ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით

36
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს და არ უნდა წავიდეს უკრაინაში, ისევ და ისევ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით
მოსასმენად დააჭირეთ

სააკაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს და არ უნდა წავიდეს უკრაინაში, ისევ და ისევ ჩვენი მეგობარი, უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. თქვენ გახსოვთ, როგორ დაამძიმა მან საქართველოს მდგომარეობა, განსაკუთრებით, 2008…

სააკაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს და არ უნდა წავიდეს უკრაინაში, ისევ და ისევ ჩვენი მეგობარი, უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. თქვენ გახსოვთ, როგორ დაამძიმა მან საქართველოს მდგომარეობა, განსაკუთრებით, 2008 წელს. მას შეუძლია, კიდევ უფრო დაუმძიმოს მდგომარეობა უკრაინელ ხალხს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილს სასჯელი აქვს მოსახდელი და მისი გათავისუფლება არ განიხილება.

„პირველ რიგში, უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და ამ ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი არ არის მისი გათავისუფლება. თუმცა, ამას რომ თავი დავანებო, რა თქმა უნდა, ასეც და ისეც მას აქვს სასჯელი მოსახდელი და ეს საკითხი ბუნებრივია, არავითარი ფორმით არ განიხილება. მან უნდა დაანებოს თავი ქვეყნის დაზიანებას – საკუთარი ქვეყნის, საქართველოს დაზიანებას და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის თვალსაზრისით – უკრაინის დაზიანებას. რაც უფრო დიდხანს იჯდება ციხეში, მით უფრო ნაკლებად დააზიანებს, რა თქმა უნდა, საქართველოსაც და უკრაინასაც – ეს არის უკეთესი ორივე სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →