—

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში რუსეთიდან „შავი ფულის“ შესაძლო შემოტანის რისკი აბსოლუტურად გამორიცხულია

30
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში რუსეთიდან „შავი ფულის“ შესაძლო შემოტანის რისკი აბსოლუტურად გამორიცხულია
მოსასმენად დააჭირეთ

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში რუსეთიდან „შავი ფულის“ შესაძლო შემოტანის რისკი აბსოლუტურად გამორიცხულია.

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში რუსეთიდან „შავი ფულის“ შესაძლო შემოტანის რისკი აბსოლუტურად გამორიცხულია.

როგორც ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, საქართველოს საბანკო სისტემა პასუხისმგებლიანია და ერთ-ერთი მოწინავეა გამჭვირვალობის კუთხით.

„თუ ადამიანი ოდნავ ჩახედული არის საკითხში, ალბათ, ძალიან მკაფიოდ შეიძლება მიიღოს ინფორმაცია, რომ დღეს საქართველოს ფინანსური სისტემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს. ამ კუთხით საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრია, სადაც მსგავსი ტიპის ტრანზაქცია და რისკები გამორიცხულია. საქართველო არის ყველა იმ შეთანხმების ნაწილი, რომელიც არაკანონიერი შემოსავლების ბრუნვის პრევენციას აკეთებს“,-განაცხადა დავითაშვილმა.

მისი განმარტებით, საქართველო ამ თვალსაზრისით სანდოა და შენიშვნა არასდროს ყოფილა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →