—

პრემიერი - არ შეიძლება, როცა ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცევიან და ქუჩებს კეტავენ

30
პრემიერი - არ შეიძლება, როცა ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცევიან და ქუჩებს კეტავენ
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში წესრიგი უნდა იყოს და მიუღებელია, როდესაც მოქალაქეები საკუთარი ავტომობილებით ქუჩებს კეტავენ.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, საწვავის ფასის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, პროვოკაციებს ნუ აჰყვებიან.

„მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, ნუ ავყვებით პროვოკაციებს. გუშინ პოლიციას მოუწია რეაგირება. ეს რა თქმა უნდა, სწორი იყო, რადგან არ შეიძლება, როდესაც ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცევიან და საკუთარი ავტომობილებით ქუჩებს კეტავენ, ეს მიუღებელია. ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა მოქალაქე კანონსა და წესებს უნდა დაემორჩილოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ თბილისში გაიმართა აქცია, სადაც საწვავზე ფასები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს, რის შემდეგაც პარლამენტთან შეჩერდნენ, შემდეგ კი, გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც ესტაკადები ჩაკეტეს, რასაც ადგილზე საავტომობილო მოძრაობის პარალიზება, მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ქციაზე ადმინისტრაციული წესით სულ 20 პირი დააკავეს. აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა იყო, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →