—

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ პარტნიორები უკრაინას ტანკებითა და თვითმფრინავებით არ დაეხმარებიან, მეზობელ ქვეყნებს პირდაპირი სამხედრო საფრთხე დაემუქრებათ

27
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ პარტნიორები უკრაინას ტანკებითა და თვითმფრინავებით არ დაეხმარებიან, მეზობელ ქვეყნებს პირდაპირი სამხედრო საფრთხე დაემუქრებათ
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან გამართული ვიდეო კონფერენციის დროს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია უკრაინის ქალაქების საჰაერო დაბომბვის თავიდან აცილება.

ზელენსკიმ იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები, რომლებიც ხელმისაწვდომია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჯერ კიდევ არ გადაუციათ უკრაინითვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებმაც და შეერთებულმა შტატებმაც საჯაროდ განაცხადეს, რომ მზად არიან მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება.

„თვითმფრინავების მოწოდების დაგვიანების ფასი არის ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, რომელსაც ვკარგავთ მშვიდობიანი უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თვითმფრინავები, ტანკები და შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას საშუალებას მისცემს რეალურად დაიცვას თავისუფლება საკუთარ ტერიტორიაზე და მკვეთრად შეცვალოს საომარი მოქმედებების კურსი.

„თუ პარტნიორები არ დაეხმარებიან უკრაინას თვითმფრინავებითა და ტანკებით, დიდია რისკია იმისა, რომ რუსული ჯარები არა მხოლოდ სარაკეტო საფრთხეს შეუქმნიან ჩვენი მეზობლების - მეგობარი პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ბალტიის ქვეყნების ტერიტორიას, არამედ პირდაპირ სამხედრო საფრთხეს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →