—

პრემიერი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი იყო, არის და იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ერის განვითარებისთვის - ჩვენი ბრძენი პატრიარქის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ეკლესიამ ფართო აღიარება მოიპოვა

27
პრემიერი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი იყო, არის და იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ერის განვითარებისთვის - ჩვენი ბრძენი პატრიარქის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ეკლესიამ ფართო აღიარება მოიპოვა
მოსასმენად დააჭირეთ

სწორედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი იყო, არის და იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ერის განვითარებისთვის - ჩვენი ბრძენი პატრიარქის ილია მეორეს დამსახურებაა, რომ ჩვენმა ეკლესიამ ფართო აღიარება მოიპოვა…

სწორედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი იყო, არის და იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ერის განვითარებისთვის - ჩვენი ბრძენი პატრიარქის ილია მეორეს დამსახურებაა, რომ ჩვენმა ეკლესიამ ფართო აღიარება მოიპოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ავტოკეფალიის აღდგენის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა-ლოცვა აღევლინა.

პრემიერის თქმით, „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო და არის საფუძველი, რასაც ქართული იდენტობა ეფუძნება.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ყოველთვის, ქართველი ერის ისტორიის განმავლობაში, თაობიდან თაობას გადასცემდა იმ ძირითად ფასეულობებს, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან, ქართულ კულტურასთან, რწმენასთან. ეს იყო და არის ის საფუძველი, რასაც ეფუძნებოდა და ეფუძნება ქართული იდენტობა. ამიტომ, ალბათ, გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ სწორედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ყოველთვის იყო, არის და იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ერის განვითარებისთვის. იმის მიუხედავად, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო ნაწილი დიდი მსოფლიოს მართლმადიდებლური სამყაროსი, ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილები ყველა ეპოქაში მიისწრაფოდნენ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისკენ. დიდმა საერო მამებმა - ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე, დიმიტრი ყიფიანი, ჩვენს გამორჩეულ სასულიერო პირებთან ერთად, შემდგომში პატრიარქებთან - ილია მეორე, კალისტრატე, ამბროსი ხელაია, დაჟინებული ძალისხმევით შეძლეს და 1917 წლის 25 მარტს ავტოკეფალია გამოცხადდა, ახდა იმ დროს ქართველების ოცნება. 1990 წლამდე ვერ პოვა ჩვენმა ეკლესიამ ფართო აღიარება მსოფლიო მასშტაბით. ჩვენი ბრძენი პატრიარქის ილია მეორეს დამსახურებაა, რომ ჩვენმა ეკლესიამ ფართო აღიარება მოიპოვა, ეს მისი ავტორიტეტის დამსახურებაა. ვუერთდები მილოცვას. დაე, დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გაერთიანების სიმბოლო. შესაბამისად, ერს და ბერს, მოკრძალებით გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →