—

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ გვჯერა, რომ მთელი ცივილიზებული მსოფლიო ბოლოს და ბოლოს გაერთიანდება ჩვენთან და ამ ომს მოვიგებთ, რადგან ომი არა უკრაინაში, არამედ ევროპაშია

206
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ გვჯერა, რომ მთელი ცივილიზებული მსოფლიო ბოლოს და ბოლოს გაერთიანდება ჩვენთან და ამ ომს მოვიგებთ, რადგან ომი არა უკრაინაში, არამედ ევროპაშია
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ გვჯერა, რომ მთელი ცივილიზებული მსოფლიო ბოლოს და ბოლოს გაერთიანდება ჩვენთან და ამ ომს მოვიგებთ, რადგან ომი არა უკრაინაში, არამედ ევროპაშია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ la Repubblica-სთვის…

ჩვენ გვჯერა, რომ მთელი ცივილიზებული მსოფლიო ბოლოს და ბოლოს გაერთიანდება ჩვენთან და ამ ომს მოვიგებთ, რადგან ომი არა უკრაინაში, არამედ ევროპაშია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ la Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის განმარტებით, ის მსოფლიო ლიდერებსაც ხშირად ეუბნება, რომ ახლა უკრაინა ამ ომის ფორპოსტია, რომელიც აკავებს აგრესორს.

„მაგრამ პუტინი არ შეჩერდება ამაზე და წავა წინ, ეს ყველა ევროპელს უნდა ესმოდეს, ევროპისა და მსოფლიოს ყველა ლიდერს.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ მაქსიმალურად მკაფიოები როგორც ფორმულირებაში, ისე ვითარების აღქმაში. რუსეთის ხელში არაფერი უკრაინული არ არის. დიახ, მათ აიღეს ზოგიერთი ტერიტორია, მოახდინეს ჩვენი დასახლებული პუნქტების ოკუპაცია, როგორც ნამდვილმა ატომურმა ტერორისტებმა დაიკავეს ზაპოროჟიას და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურები, რათა მოეხდინათ მსოფლიოს შანტაჟი, მაგრამ ეს ყველაფერი მათ არ ეკუთვნით, რადგან უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ, ადამიანები ტყვიების ქვეშაც ხსნიან რუსულ დროშებს და წინააღმდეგობას უწევენ ოკუპანტებს. ეს ხდება ჩვენს აღმოსავლეთსა და სამხრეთში“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →