—

რეგიონში ინფლაციური წნეხი იზრდება

26
რეგიონში ინფლაციური წნეხი იზრდება
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში ფასების დონის სწრაფი ტემპით ზრდა მიმდინარე წლის თებერვალშიც გაგრძელდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 13.7% შეადგინა.

ცნობისათვის, მიმდინარე წელს ფასების ზრდის ტემპი ეროვნული ბანკის მიზნობრივ დონეს მნიშვნელოვნად აღემატება. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი დონე 3%-ს შეადგენს.

ამასთან, ქვეყანაში ინფლაცია 13.7% კი არის, თუმცა მოცემულ ერთწლიან პერიოდში ფასები ყველაზე მნიშვნელოვან სასაქონლე ჯგუფზე გაცილებით სწრაფად გაიზარდა:

  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - ზრდა 45.8%
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ზრდა 17.3%
  • ტრანსპორტი - ზრდა 14.5%
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები- ზრდა 12.1%
  • ავეჯი და საოჯახო ნივთები - ზრდა 9.9%

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, 2022 წლის თებერვალში თურქეთში ინფლაციის წლიურმა დონემ 54.4% შეადგინა. ხოლო იმ ჯგუფების ჩამონათვალი, სადაც ფასები ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა, ასე გამოიყურება:

  • ტრანსპორტი- ზრდა 75.7%
  • ავეჯი და საოჯახო ნივთები- ზრდა 64.8%
  • სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი - ზრდა 64.5%
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები- ზრდა 55.2%
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი- ზრდა 49%

აზერბაიჯანში ფასების საერთო დონის ზრდის ტემპი აღმავალი ტენდენციით ხასიათდება, რასაც ცხადყოფს თებერვლის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა ქვეყანაში 11.9% შეადგინა.

გარდა ამისა, ფასები ზრდის ტემპი აღმავალია რუსეთშიც, კერძოდ, თებერვალში წლიური ინფლაციის დონე 9.1%-ით განისაზღვრა.

სომხეთში ინფლაციის დონემ 6.5% შეადგინა. რაც შეეხება ჯგუფებს, სადაც ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა, მათ შორისაა:

  • სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი - ზრდა 11.4%
  • დასვენება და კულტურა- ზრდა 10.1%
  • ტანსაცმელი- ზრდა 9.3%
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - ზრდა 7.7%

(Bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →