—

იენს სტოლტენბერგი - უკრაინაში სასტიკი შეჭრა ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობას

31
იენს სტოლტენბერგი - უკრაინაში სასტიკი შეჭრა ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობას
მოსასმენად დააჭირეთ

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დღევანდელ სამიტზე, მოელის, რომ ალიანსის ლიდერები მხარდაჭერას გამოუცხადებენ პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ არიან და მათ შორის, რა თქმა უნდა…

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დღევანდელ სამიტზე, მოელის, რომ ალიანსის ლიდერები მხარდაჭერას გამოუცხადებენ პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ არიან და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოც იგულისხმება. ამის შესახებ სტოლტენბერგმა მედიასთან განაცხადა.

„საქართველოს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა. ნატო-ს მოკავშირეები მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერდნენ საქართველოს, რათა დახმარებოდნენ მას რეფორმების განხორციელებაში, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში. უკრაინაში სასტიკი შეჭრა კი ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

გარდა ამისა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მედიასთან ყურადღება გაამახვილა უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, რაზეც განაცხადა, რომ ეს ძირეულად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს.

„ეს იქნება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და მას ექნება ფართო და მძიმე შედეგები. ასე რომ, ეს იქნება კატასტროფა უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს რისკიც, რომ ჩვენ დავინახოთ ქიმიური აგენტების გავრცელება ნატოს ტერიტორიაზეც“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →