—

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობა მალე ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს

40
ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობა მალე ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობა მალე ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ვაქცინაციის ახალ გეგმაში მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებებია გაწერილი.

"ვაქცინაციის ახალი გეგმაა, რომელსაც ვფიქრობ, მთავრობა მალე დაამტკიცებს. იქ მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებებია. მონეტარული წახალისება გრძელდება", - აღნიშნავს გამყრელიძე.

გარდა ამისა, მან აუთვისებელ დოზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ მოწოდების და მუდარის მიუხედავად, 400 ათასი დოზა "ფაიზერი" აუთვისებელი დარჩა.

"ბრიფინგზეც მოგახსენეთ, რომ ძალიან შეწუხებული ვარ. მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, თხოვნისა, მუდარისა - მობრძანდით, აიცერით, 400 ათასამდე დოზაა დარჩენილი. ფინანსურად არ გვიზარალია, მაგრამ "ბუსტერზე" მოსულიყვნენ, კიდევ მეტი აცრილიყო, ნაკლები გარდაცვლილი გვეყოლებოდა. ამიტომ გემუდარებოდით და გთხოვდით. მარტის ბოლოს მოზრდილი მოსახლების აცრის 44%-ზე ავდივართ",-აღნიშნავს გამყრელიძე.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →