—

სასამართლომ სამირა ბაირამოვას სიტყვიერი შენიშვნა მისცა

47
სასამართლომ სამირა ბაირამოვას სიტყვიერი შენიშვნა მისცა
მოსასმენად დააჭირეთ

მარნეულის სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა აქტივისტ სამირა ბაირამოვას, რომელმაც გასულ კვირას უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა “ალტ-ინფოს” პარტიის ადგილობრივი ოფისის ფანჯრებზე. ბაირამოვას ედავებოდნენ…

მარნეულის სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა აქტივისტ სამირა ბაირამოვას, რომელმაც გასულ კვირას უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა “ალტ-ინფოს” პარტიის ადგილობრივი ოფისის ფანჯრებზე. ბაირამოვას ედავებოდნენ ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას.

აქტივისტის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი, ნანა ტყაბლაძე იცავდა. მისი თქმით, სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და არ დააჯარიმა სამირა ბაირამოვა:

“სამართალდარღვევის ოქმი შედგა 15 მარტს. “ალტ-ინფომ” მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. დავა მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებაზე. ეს არის არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი.

ეს მუხლი ითვალისწინებდა პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ, რომ სამართლოს ეხელმძღვანელა 22-ე მუხლით [მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა], რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებას”.

(netgazeti)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →