—

მედია - უკრაინაში ომის ფონზე, პუტინის წინააღმდეგ გადატრიალების რისკი იზრდება

45
მედია - უკრაინაში ომის ფონზე, პუტინის წინააღმდეგ გადატრიალების რისკი იზრდება
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გადატრიალების რისკი ყოველკვირეულად იზრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია რუსეთის დაზვერვის…

უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გადატრიალების რისკი ყოველკვირეულად იზრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია რუსეთის დაზვერვის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყარო ამტკიცებს, რომ უკრაინაში რუსეთის წარუმატებელი შეჭრის შემდეგ, უსაფრთხოების სამსახურები ქაოსმა და უკმაყოფილებამ მოიცვა.

რუსული დაზვერვის ანონიმურმა პირმა აღნიშნულზე წერილები დევნილობაში მყოფ რუს აქტივისტსა და უფლებადამცველი ჯგუფის Gulagu.net-ის დამფუძნებელს, ვლადიმირ ოსეჩკინს მიწერა. ბრიტანული Times-ის ცნობით, რუსული დაზვერვის აგენტები პუტინის მიმართ ბრაზსა და უკმაყოფილებას გამოთქვავენ იმ ეფექტის გამო, რომელიც სანქციებმა „ეფესბეს“ ოფიცრებზე იქონია - ისინი ვეღარ შეძლებენ „დასვენებას თავიანთ ვილებში იტალიაში და ვეღარ წაიყვანენ საკუთარ შვილებს პარიზის დისნეილენდში“.

„20 წლის განმავლობაში პუტინი სტაბილურობას ქმნიდა რუსეთში. „ეფესბეს“ ოფიცრებმა, პოლიციელებმა, სახელმწიფო პროკურორებმა - იმ ადამიანებმა, რომლებიც სისტემაში არიან - შეძლეს კარგი ცხოვრება. მაგრამ ახლა ეს ყველაფერი წავიდა. ისინი აღიარებენ, რომ ეს ომი კატასტროფაა ეკონომიკისთვის, კაცობრიობისთვის. მათ არ სურთ საბჭოთა კავშირში დაბრუნება. ყოველ კვირას და ყოველ თვეს, როცა ეს ომი გრძელდება, უსაფრთხოების სამსახურებში მყოფთა აჯანყების შესაძლებლობა იზრდება“,- აღნიშნა დასავლურ მედიასთან ვლადიმირ ოსეჩკინმა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →