—

ნიკა მელია - ეს ომი ჩვენი ომიც არის, მიუხედავად იმისა, დღეს სად გადის ფრონტის ხაზი

17
ნიკა მელია - ეს ომი ჩვენი ომიც არის, მიუხედავად იმისა, დღეს სად გადის ფრონტის ხაზი
მოსასმენად დააჭირეთ

დიახ, ეს ომი ჩვენი ომიც არის, მიუხედავად იმისა, დღეს სად გადის ფრონტის ხაზი და გმირი ვაჟკაცები უკრაინაში იყვნენ იმისათვის, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახის წევრები დაეცვათ, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის"…

დიახ, ეს ომი ჩვენი ომიც არის, მიუხედავად იმისა, დღეს სად გადის ფრონტის ხაზი და გმირი ვაჟკაცები უკრაინაში იყვნენ იმისათვის, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახის წევრები დაეცვათ, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ თბილისის აეროპორტში განაცხადა.

მელიას თქმით, იგი გმირებისთვის პატივის მისაგებად, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე და როგორც ქართველი, მივიდა.

,,როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, როგორც ქართველი, ვარ აქ იმისათვის, რომ გმირებს პატივი მივაგო. გმირებისთვის პატივის მისაგებად ვარ აქ, როგორც მე, ასევე უამრავი ქართველი და ვამაყობ გიორგით, ვამაყობ დათოთი, ვამაყობ მათი მშობლებით, მათი ოჯახის წევრებით. დიახ, ეს ომი ჩვენი ომიც არის, მიუხედავად იმისა, დღეს სად გადის ფრონტის ხაზი და გმირი ვაჟკაცები უკრაინაში იყვნენ იმისათვის, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახის წევრები დაეცვათ და იქ შეეკაცებინათ ყველაზე აგრესიული, სასტიკი მტერი, რუსეთის ფედერაციის სახით. ნათელში ამყოფოს მათი სული", - განაცხადა მელიამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →