—

ბექა ლილუაშვილი - საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის დასავლური ფარდა

31
ბექა ლილუაშვილი - საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის დასავლური ფარდა
მოსასმენად დააჭირეთ

ნეიტრალიტეტმა არ უშველა უკრაინას 2014- ში, არც მოლდოვას, არც ჩვენ. 90- იანებში, როცა საერთოდ არ იყო საუბარი ნატო-ზე, ქართველების გენოციდი მოაწყო რუსეთმა - უსაფრთხოების გარანტია არის დასავლური ფარდა, - ამის შესახებ…

ნეიტრალიტეტმა არ უშველა უკრაინას 2014- ში, არც მოლდოვას, არც ჩვენ. 90- იანებში, როცა საერთოდ არ იყო საუბარი ნატო-ზე, ქართველების გენოციდი მოაწყო რუსეთმა - უსაფრთხოების გარანტია არის დასავლური ფარდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ნეიტრალიტეტი არავითარ შემთხვევაში არ არის უსაფრთხოების გარანტია და ამის მაგალითები არსებობს.

„რუსეთის მიზანი რა თქმა უნდა, არის ის, რომ ქვეყანას მსგავსად დეკლარირებული პოზიციები დააფიქსირებინოს, თუმცა შეგახსენებთ, ამან არ უშველა უკრაინას 2014 წელს ყირიმთან დაკავშირებით, მას ეს კონსტიტუციურად ჰქონდა გამოცხადებული, არ უშველა მოლდოვას, არ გვიშველა ჩვენ. 90- იან წლებში საერთოდ საუბარი არ იყო ნატო-ს წევრობაზე, მაგრამ ჩვენი ტერიტორიის ორ ნაწილში ქართველების გენოციდი მოახდინა რუსეთმა. ამიტომ რა თქმა უნდა, ნეიტრალიტეტი არ არის უსაფრთხოების გარანტია, უსაფრთხოების გარანტია არის დასავლური ფარდა, რომელიც ყველა განვითარებულ სახელმწიფოს ფარავს და ჩვენც ამ ფარდის მოპოვებაზე მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →