—

პაატა მანჯგალაძე - პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ყელმოღერებულმა განცხადებებმა, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს, კითხვის ნიშნები გააჩინა

26
პაატა მანჯგალაძე - პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ყელმოღერებულმა განცხადებებმა, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს, კითხვის ნიშნები გააჩინა
მოსასმენად დააჭირეთ

პრემიერ - მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ყელმოღერებულმა განცხადებებმა, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს, კითხვის ნიშნები გააჩინა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა…

პრემიერ - მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ყელმოღერებულმა განცხადებებმა, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს, კითხვის ნიშნები გააჩინა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც არასამთავრობო სექტორის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სანქციების ნაწილს საქართველო ავტომატურად შეერთებულია, ნაწილს კი ბაზრების დივერსიფიკაციის შედეგად შეიძლება შეუერთდეს.

„ფინანსური კუთხით სანქციებს შეერთებული ვართ და გათიშულია სისტემიდან რუსული კომპანიები, საჰაერო მიმოსვლა საქართველოს რუსეთთან დიდი ხანია ისედაც შეჩერებულო აქვს, ბუნებრივად შეერთებულია სანქციებს საქართველო და ვერ გაიგეს ჩვენმა პარტნიორებმა, რას ეფუძნება მათი კეკლუცი, რომ სანქციებს არ უერთდება ქვეყანა. იმ სექტორებში სადაც საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული, ვგულისხმობ ხორბლის იმპორტს, ენერგოსექტორს, ბუნებრივის, საქართველო საკუთარ თავს ვერ დაიზიანებს. ამ დროს ჩვენ რას გავაკეთებდით - პარტნიორებს ავუხსნიდით, რომ კონკრეტულ საკითხებში საქართველოს თავის სახელმწიფოებრივი ინტერესი აქვს, მაგრამ თუ მოხდება დივერსიფიცირება, ალტერნატიული წყაროების შემოთავაზება ამ ნაწილშიც საქართველო რა თქმა უნდა, შეუერთდება სანქციებს,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველმა ძალამ ღიად და ერთმნიშვნელოვნად უნდა დააფიქსიროს ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ამასთან, მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ იგი ერთგულია დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →