—

მედია - ისრაელის პრემიერი კიევში ვიზიტს გეგმავს

33
მედია - ისრაელის პრემიერი კიევში ვიზიტს გეგმავს
მოსასმენად დააჭირეთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი დათანხმდა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებას ეწვიოს უკრაინას იმ პირობით, რომ კიევი მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ…

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი დათანხმდა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებას ეწვიოს უკრაინას იმ პირობით, რომ კიევი მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ Ynet News-ზე დაყრდნობით უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინა“ იუწყება.

მედიის ცნობით, ბენეტმა უკვე სთხოვა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს კიევში მისი შესაძლო ვიზიტისთვის მზადება დაიწყონ.

"მოლაპარაკებების წინსვლის მიზნით, ცხადია, რომ პირისპირ შეხვედრებია საჭიროა და ეს შეიძლება მოხდეს მომავალში თუ მოლაპარაკებები “გარდატეხის წერტილს“ მიაღწევს", - განუცხადა Ynet-ს ისრაელის ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

„ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა ეჭვი გამოთქვა პრემიერ-მინისტრის აქტიურ საომარ ზონაში შესვლის რისკებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ორშაბათს დაბომბვის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა“, - ნათქვამია მოხსენებაში.

გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში, პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები აგრძელებენ ბენეტის კიევში ვიზიტის დაგეგმვას, რადგან, მათი აზრით, ვიზიტი ხელს შეუწყობს მოსკოვთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაჩქარებას.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →