—

ზოგიერთი ტიპის საწვავის ღირებულება 4 ლარს აცდა - რა ფასი დაგხვდებათ ავტოგასამართ სადგურებზე

26
ზოგიერთი ტიპის საწვავის ღირებულება 4 ლარს აცდა - რა ფასი დაგხვდებათ ავტოგასამართ სადგურებზე
მოსასმენად დააჭირეთ

მსოფლიოში საწვავის ფასი იზრდება. თბილისის დროით 11:30 საათზე, ლონდონის ბირჟაზე ბარელის ფასმა 118,30 დოლარი შეადგინა, ეს კი თითქმის 2 დოლარით მეტია, გუშინ Brent-ის ტიპის საწვავი 116,9 დოლარი ღირდა. საწვავი ძვირდება…

მსოფლიოში საწვავის ფასი იზრდება. თბილისის დროით 11:30 საათზე, ლონდონის ბირჟაზე ბარელის ფასმა 118,30 დოლარი შეადგინა, ეს კი თითქმის 2 დოლარით მეტია, გუშინ Brent-ის ტიპის საწვავი 116,9 დოლარი ღირდა. საწვავი ძვირდება საქართველოშიც, მეტიც დღეის მდგომარეობით, ზოგიერთი ტიპის საწვავის ფასი 4 ლარსაც აცდა.

„InterPress.ge“ გთავაზობთ მონაცემებს თუ რა ფასი დაგხვდებათ სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე:

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.85 ლარია; „რეგულარი“ – 3.70; სუპერი – 4; ევრო-დიზელი კი 3.90 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 3.80 ლარია.„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი „დიზელენერჯის“ ფასი – 3.99 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი – 4.09 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 3.89 და 3.77 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 3.94 ლარი შეადგინა.„გალფის“ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 3.85 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 3.79 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი – 3.71; ხოლო „სუპერის“ ფასი 3.89 ლარია. რაც შეეხება ევროდიზელსა და G-Force ევრო დიზელს, მათი ფასი 4.03 და 4.09 ლარია.დღეის მდგომარეობით, „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ - 3.86 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ - 3.73 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი - 4.06 ლარი ღირს, „სუპერი ecto-ს“ ტიპის საწვავის კი – 3.95 ლარია.რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, დღეის მდგომარეობით, „efix ევროდიზელის“ ფასი – 3.98 ლარია; 1 ლიტრი „ევროდიზელი” - 3.93 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ – 3.86 ლარი; „ევრორეგულარის“ ტიპის საწვავი - 3.73 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი 3.95 ლარი ღირს.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →