—

საწვავის იმპორტი14,9%-ით გაიზარდა - ქვეყნები, საიდანაც ნავთობპროდუქტები შემოდის

29
საწვავის იმპორტი14,9%-ით გაიზარდა - ქვეყნები, საიდანაც ნავთობპროდუქტები შემოდის
მოსასმენად დააჭირეთ

2022წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 182,5 ათასი ტონა, რაც 23,6 ათასი ტონით ანუ 14,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (158,9 ათასი…

2022წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 182,5 ათასი ტონა, რაც 23,6 ათასი ტონით ანუ 14,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (158,9 ათასი ტონა) შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. მათ შორის, 2022 წლის პირველი 2 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 92,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 90 ათასი ტონა.

„კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 54,8 ათასი ტონა (59,2%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 35,4 ათასი ტონა (38,3%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 2,3 ათასი ტონა (2,5%).

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 52,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 28,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი - 35,6 ათასი ტონა - 19,5%; აზერბაიჯანი - 34,9 ათასი ტონა - 19,1%; რუსეთი - 29,2 ათასი ტონა - 16%; თურქმენეთი- 23,1 ათასი ტონა - 12,6%; თურქეთი - 3,6 ათასი ტონა - 2%; საბერძნეთი - 2,5 ათასი ტონა - 1,4%; სეიშელი - 0,5 ათასი ტონა - 0,3%; ყაზახეთი - 0,3 ათასი ტონა - 0,2%,“-აღნიშნულია იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციაში.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →