—

ირაკლი ღარიბაშვილი - გავაკეთე კომენტარი, პოლიტსაბჭომ გაავრცელა ვრცელი წერილი, სადაც პუნქტობრივად გავეცით პასუხი ქალბატონი პრეზიდენტის მიერ დასმულ საკითხებს - დამატებით ამ თემაზე საუბარი აღარ მსურს

31
ირაკლი ღარიბაშვილი - გავაკეთე კომენტარი, პოლიტსაბჭომ გაავრცელა ვრცელი წერილი, სადაც პუნქტობრივად გავეცით პასუხი ქალბატონი პრეზიდენტის მიერ დასმულ საკითხებს - დამატებით ამ თემაზე საუბარი აღარ მსურს
მოსასმენად დააჭირეთ

პოლიტსაბჭომ გაავრცელა ვრცელი წერილი, სადაც პუნქტობრივად გავეცით პასუხი ქალბატონი პრეზიდენტის მიერ დასმულ საკითხებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა…

პოლიტსაბჭომ გაავრცელა ვრცელი წერილი, სადაც პუნქტობრივად გავეცით პასუხი ქალბატონი პრეზიდენტის მიერ დასმულ საკითხებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ არის „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები „პოლიტიკური ანგარიშსწორება პრეზიდენტის მიმართ“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ თემაზე კომენტარი თავადაც უკვე გააკეთა.

„მე გავაკეთე კომენტარი, პოლიტსაბჭომ გაავრცელა ვრცელი წერილი, სადაც პუნქტობრივად იყო გაწერილი და პასუხი გავეცით ქალბატონი პრეზიდენტის მიერ დასმულ საკითხებს, ასე რომ დამატებით ამ თემაზე საუბარი აღარ მსურს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში მომზადებული ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს 22 მარტის სხდომაზე წარედგინება.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება არის დასაშვები.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით კი, ასეთი დავის წამოწყება შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ “მოქმედება/უმოქმედობის“ საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →