—

წელს საქართველომ ტურიზმიდან შესაძლოა, 825 მლნ დოლარის შემოსავალი დაკარგოს

37
წელს საქართველომ ტურიზმიდან შესაძლოა, 825 მლნ დოლარის შემოსავალი დაკარგოს
მოსასმენად დააჭირეთ

საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-მა ტურიზმის შესახებ განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს 2022 წელს ტურიზმიდან მისაღები შემოსავლების მოცულობა შეუმცირდება…

საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-მა ტურიზმის შესახებ განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს 2022 წელს ტურიზმიდან მისაღები შემოსავლების მოცულობა შეუმცირდება. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ომის მოკლევადიან პერიოდში დასრულების შემთხვევაში 2022 წელს ტურიზმიდან შემოსავლები 2019 წელთან მიმართებით 75%-ით აღდგება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ომი შედარებით გაიწელა, მაშინ წელს შემოსავლების აღდგენის დინამიკა მხოლოდ 60% იქნება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ომის დაწყებამდე საინვესტიციო კომპანია წელს ტურიზმიდან შემოსავლების 85%-ით აღდგენას პროგნოზირებდა.

რაც შეეხება გასული წლების მონაცემებს, უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელს საქართველო ტურიზმიდან 3,3 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ჩვენი მთლიანი ეკონომიკის 18.7%-ს შეადგენდა. 2021 წელს ცხადია ეს მაჩვენებელი შემცირდა და შემოსავლის სახით საქართველომ მხოლოდ 1,2 მლრდ აშშ დოლარი მიიღო - ჩვენი ეკონომიკის 6.4%.

შესაბამისად გამოდის, რომ ომის მოკლევადიან პერიოდში დასრულების პირობებში წელს საქართველო ტურიზმიდან 2,475 მლრდ აშშ დოლარი შემოსავალს მიიღებს, ხოლო ომის გაჭიანურების პირობებში - მხოლოდ 1,98 მლრდ აშშ დოლარს. შეგახსენებთ, რომ ომის არარსებობის პირობებში საქართველოს წელს ტურიზმიდან 2,805 მლრდ დოლარის შემოსავალი უნდა მიეღო.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →