—

მიხეილ სააკაშვილი - მსო-ში რუსეთის გაწევრიანებაზე ჩვენმა ხელისუფლებამ თანხმობა მხოლოდ მას შემდეგ გასცა, რაც რუსეთმა ფსოუ და ზემო ზარმაგი საქართველოს საბაჟო საზღვრებად აღიარა

33
მიხეილ სააკაშვილი - მსო-ში რუსეთის გაწევრიანებაზე ჩვენმა ხელისუფლებამ თანხმობა მხოლოდ მას შემდეგ გასცა, რაც რუსეთმა ფსოუ და ზემო ზარმაგი საქართველოს საბაჟო საზღვრებად აღიარა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე მისმა ხელისუფლებამ თანხმობა მხოლოდ მას შემდეგ გასცა, რაც რუსეთმა ფსოუ და ზემო ზარმაგი საქართველოს…

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე მისმა ხელისუფლებამ თანხმობა მხოლოდ მას შემდეგ გასცა, რაც რუსეთმა ფსოუ და ზემო ზარმაგი საქართველოს საბაჟო საზღვრებად აღიარა. როგორც სააკაშვილი მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, საქართველო უკანასკნელი ქვეყანა იყო, ვინც შესაბამისი ნებართვა გასცა.

„რაც შეეხება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე ჩვენი სრულიად არაკომპეტენტური და მავნებელი მთავრობის განცხადებებს, რომელსაც ისინი საკუთარი ღალატის გასამართლებლად და ჩვენს დასადანაშაულებლად იყენებენ, საქართველო იყო უკანასკნელი ქვეყანა, ვინც ეს თანხმობა მისცა მიუხედავად ამერიკელების მხრიდან 2-წლიანი ძლიერი ზეწოლისა. ჩვენ ნებართვა მხოლოდ მას შემდეგ გავეცით, რაც რუსეთმა აღიარა ჩვენს საბაჟო საზღვრებად ფსოუ და ზემო ზარმაგი (როკის გვირაბი). ეს უზარმაზარი დიპლომატიური გამარჯვება იყო!

მას შემდეგ, რაც ესენი მოვიდნენ, დარწმუნებული ვარ, რუსებისვე დავალებით დაივიწყეს ეს ხელშეკრულება და ახლა თავხედობა ყოფნით და აქეთ შემოგვიტრიალდნენ“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →