—

შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის შემოპარვის ორგანიზატორი გია ლორთქიფანიძე უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე თუ მართლა დაინიშნა, დასანანი ფაქტია

28
შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის შემოპარვის ორგანიზატორი გია ლორთქიფანიძე უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე თუ მართლა დაინიშნა, დასანანი ფაქტია
მოსასმენად დააჭირეთ

თუ მართალია, რომ სააკაშვილის შემოპარვის ორგანიზატორი გია ლორთქიფანიძე უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა, ეს დასანანი ფაქტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

თუ მართალია, რომ სააკაშვილის შემოპარვის ორგანიზატორი გია ლორთქიფანიძე უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა, ეს დასანანი ფაქტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, გია ლორთქიფანიძე მძიმე დანაშაულშია ბრალდებულია და როდესაც ის ინიშნება მაღალ თანამდებობაზე, თან კონტრდაზვერვაში ეს არ არის სასიამოვნო.

„გასაკვირია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ინფორმაციას აჟღერებს. მათ საიდან იციან, ვინ სად ინიშნება უკრაინაში და მით უმეტეს, კონტრდაზვერვაში ვინ ინიშნება მოადგილედ? ეს ინფორმაცია რატომ აქვთ? თუ ეს მართალია, რა თქმა უნდა, დასანანია, რადგან ვიცით, რომ გია ლორთქიფანიძე ბრალდებულია და მათ შორის, იმ ადამიანების ჩვენებები არსებობს, რომლებიც ჩართულები იყვნენ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვაში. თუ არ ვცდები, არსებობდა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. გია ლორთქიფანიძე გახლდათ ორგანიზატორი საქართველოში სააკაშვილის შემოპარვით ქვეყნის არევის. როცა ადამიანი ასეთ მძიმე დანაშაულშია ბრალდებული და ის ინიშნება მაღალ თანამდებობაზე, თან კონტრდაზვერვაში, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო.

ამას გარდა, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ვხედავთ, რომელიც უკრაინაში გენერალური პროკურორის მრჩეველია, რაც არ არის სასიამოვნო. ჩვენ არ ვაპირებთ, ამ თვალსაზრისით რამენაირად კრიტიკული ვიყოთ. გვესმის, რომ უკრაინაში არის არათუ რთული მდგომარეობა, არამედ ტრაგიკული და სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის. ახლა არ არის ამ საკითხზე საუბრისა და განხილვის მომენტი, თუმცა თავისთავად, დასანანი ფაქტია, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვის ორგანიზატორი, ასეთ მაღალ თანამდებობაზე, თუ ეს მართალია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →