—

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა

53
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა
მოსასმენად დააჭირეთ

მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ, ხელი მოაწერეს პროექტს, რომელიც ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის…

მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ, ხელი მოაწერეს პროექტს, რომელიც ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ამ საკითხის მიმართულებით აქტიურად მუშაობდნენ მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის, ეკონომიკური განვითარების განყოფილების თანამშრომლები.

„პროექტის ფარგლებში მოპოვებული გრანტით ნარჩენების შემკრები მანქანას შეიძენს, რომელიც მუნიციპალიტეტში დამატებით უზრუნველყოფს ნარჩენების დროულ გატანას, რათა ზიანი არ მიადგეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.

იაპონიის საელჩოს მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი საგრანტო თანხა 82 243 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) შეადგენს.

აღსანიშნავია,რომ მარნეული ერთ-ერთია სამ მუნიციპალიტეტს შორის, რომელიც იაპონიის საელჩოს ნარჩენების მართვის მიმართულებით საგრანტო კონკურსის ფარგლებში იაპონიის საელჩოსგან დაფინანსებას მიიღებს.მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მადლობას უხდის იაპონიის საელჩოს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →