—

რუსეთიდან ფულადი გზავნილები - 12,7%-ით, უკრაინიდან კი 31,45%-ით შემცირდა

39
რუსეთიდან ფულადი გზავნილები - 12,7%-ით, უკრაინიდან კი 31,45%-ით შემცირდა
მოსასმენად დააჭირეთ

თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილები წლიურად რუსეთიდან - 12,7%-ით, უკრაინიდან კი 31,45%-ით შემცირდა. აღნიშნულს მოწმობს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფულადი გზავნილების სტატისტიკა.

კერძოდ, სებ-ის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა - 21,94 მლნ აშშ დოლარი, ხოლო უკრაინიდან - 5,08 მლნ აშშ დოლარი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფულადი გზავნილები შემცირებულია თვიურ ჭრილშიც. კერძოდ, 2022 წლის იანვრის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში - 22,38 მლნ აშშ დოლარი, უკრაინიდან კი - 5,477 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.

ცნობისთვის, 2022 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 183.4 მლნ აშშ დოლარი (551.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13.7%-ით (22 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.7 მლნ აშშ დოლარი (80.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის თებერვლის (21 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27.5%-ით მეტია.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →