—

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი არასდროს განუხილავს

46
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი არასდროს განუხილავს
მოსასმენად დააჭირეთ

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი არასდროს განუხილავს. ამის შესახებ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“…

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი არასდროს განუხილავს. ამის შესახებ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრის თქმით, აღნიშნული გზის მშენებლობის საკითხი ქართული მხარის დღის წესრიგში არასდროს მდგარა.

„საქართველო არასდროს განიხილავდა და არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში, შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, მცდარია. ჩვენი მხრიდან ეს საკითხი არასდროს დაყენებულა. ჯერ რაც გაგვყავს „პერევალზე“ და სხვა მიმართულებით, ის გავაკეთოთ. საუბარიც არ ყოფილა არასდროს, რომ ჩეჩნეთიდან მომავალ გზაზე ჩვენ აქედან რაღაც უნდა გაგვეკეთებინა. არ მახსოვს და არ გამიგია“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, რომან გოცირიძემ პლენარულ საკითხზე შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ მომავალი გზის მშენებლობის საკითხზე.

„შეგიძლიათ თქვათ თუ არა, რომ ეს დაუშვებელია და რომ საქართველოს მხარეზე არაფერი სამუშაო არ ჩატარდება; რომ ეს არ არის ეკონომიკური თანამშრომლობის და მშვიდობის გზა, ეს არის ომის გზა. ჩვენ არ გჭირდება ოკუპანტ სახელმწიფოსთან ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც ძირს გამოუთხრის ქვეყნის უსაფრთხოებას“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →