—

ალექსეი არესტოვიჩი - მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით უკრაინელებს უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ

38
ალექსეი არესტოვიჩი - მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით უკრაინელებს უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ
მოსასმენად დააჭირეთ

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებაში უკრაინა არ დათმობს არცერთ ტერიტორიას, ეროვნულ ინტერესებს ან შეიარაღებული ძალების რაოდენობას.

„ჩემი აზრით, რუსულ მხარეს სურს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა. მათ კარგად ესმით ბრძოლის ველზე დამარცხების შედეგები, რომელსაც განიცდიან და საერთაშორისო სანქციები, რაც ძალიან აწუხებს. ისინი საკმაოდ კონსტრუქციულ პოზიციას იკავებენ ამ შეთანხმების გაფორმებისა და მოლაპარაკების აქტის საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.

მან ასევე ისაუბრა უკრაინასა და რუსეთს შორის "სამშვიდობო შეთანხმების" ალბათობაზეც.

„ვენის კონვენციის თანახმად, ნებისმიერი მოლაპარაკება ან შეთანხმება ძალადობრივი ქმედებების პარალელურად ძალადაკარგულად ითვლება. სანამ ცეცხლი არ შეწყდება, რაიმე შეთანხმებაზე საუბარი საერთოდ შეუძლებელია.

ჩვენ არ დავთმობთ არც უკრაინის ტერიტორიას და არც ჩვენს ერს, ინტერესებს. უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ ჩვენს მოქალაქეებს შედეგებთან დაკავშირებით ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც რუსეთისთვის ამ სიტუაციაში მისაღებია, ეს არის ნატოს სურვილი არ მიიღოს უკრაინა ალიანსში.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →