—

მიხეილ სააკაშვილი - სალომე ზურაბიშვილს ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ, ვასწავლი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი

41
მიხეილ სააკაშვილი - სალომე ზურაბიშვილს ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ, ვასწავლი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი
მოსასმენად დააჭირეთ

სალომე ზურაბიშვილს ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ, ვასწავლი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მისი…

სალომე ზურაბიშვილს ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ, ვასწავლი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მისი სისხლის სამართლის ბრალდების საქმეზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლაზე, რა დროსაც მან ილია ჭავჭავაძის ლექსი გაიხსენა.

„საუბარი იყო იმაზე, რომ თურმე უცხოეთში არ შეიძლება ჩვენს პრობლემებზე საუბარი, რომ საჭიროა სიფრთხილე. გუშინ წინ ვუსმენდი პარლამენტის სხდომას, სალომე ზურაბიშვილი გამოდიოდა და გამახსენდა ილია ჭავჭავაძე. ბოდიში, თუ რამე სიტყვა შემეშალა, აქ აღარ მაქვს "გუგლი": „ჩემზე ამბობენ, რომ სიავეს ქართლისას ამბობს, ჩვენს ცუდს არ მალავს, ეს ხომ ცხადი სიძულვილია. ბრიყვნი ამბობენ, წრფელი გული მაშივე სცნობს, ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია“.

ილია ჭავჭავაძემ უპასუხა სალომე ზურაბიშვილს და ყველა იმას, ვინც ამბობს, რომ საქართველო არ უნდა საუბრობდეს თურმე თავის გაჭირვებაზე.

მე მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს, აქ მე მასამართლებენ იმისთვის, თუ რატომ გადმოვკვეთე საზღვარი. მას ედავებიან, რატომ გადაკვეთა საზღვარი. თუ კიდევ, ერთი ორი ასეთი წასცდა, რამდენადაც ვიცი, სასახლისთვის ირანული ჭაღები იყიდა - ერთი მუხლი ეს აქვს მირტყმული 11 წლამდე და მეორე მუხლი აქვს ის, რომ პოლიციელის მკვლელი შეიწყალა. ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ, ვასწავლი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი", - განაცხადა სააკაშვილმა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →