—

მთავრობის შეცვლის შემდეგ, რუსებს აქ ნაყიდი ბინები ჩამოერთმევათ და ფული უკრაინაში გადაირიცხება - მიხეილ სააკაშვილი

17
მთავრობის შეცვლის შემდეგ, რუსებს აქ ნაყიდი ბინები ჩამოერთმევათ და ფული უკრაინაში გადაირიცხება - მიხეილ სააკაშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინების ყიდვას გამოეხმაურა და თქვა, რომ როცა ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება, მათ ეს ქონება ჩამოერთმევათ, ფული კი უკრაინის…

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინების ყიდვას გამოეხმაურა და თქვა, რომ როცა ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება, მათ ეს ქონება ჩამოერთმევათ, ფული კი უკრაინის დასახმარებლად გადაირიცხება. 

"იმ რუსებზე მინდა ვთქვა, ვინც ყიდულობენ მასობრივად ბინებს საქართველოში. რა თქმა უნდა, ხელისუფლება შეიცვლება, საერთოდ პუტინი რომ მოშორდება, წააგებს ამ ომს, ბევრი ცუდი ტიპი მოშორდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის ესენი მოშორდებიან. მაგრამ, ეს ახლა ვინც მასობრივად ყიდულობს ბინებს, რუსებს, მე ვაძლევ მათ გარანტიას, რომ მათ ეს ბინები ჩამოერთმევათ, ეს ბინები გაიყიდება, და ეს ფული გადაირიცხება უკრაინაში [...] ჩვენ არ გვჭირდება რუსეთიდან მოპარული ფულით აქ ნაყიდი ბინები, რატომ, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვჭირდება აქ რუსული ეთნიკური უმცირესობა, კიდევ კარგი, რუსული ეთნიკური უმცირესობა არ გვყავს, ეს არის ყოველთვის პირველი საბაბი რომელიმე ქვეყანაში შესვლის, კუდის მოქნევის", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

მისი განცხადებით, რუსებს შეუძლიათ ტურისტებად იყვნენ და მათი ბინების კონფისკაციას ქართული სახელმწიფო მოახდენს. 

(Mtavari Arxi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →