—

იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს უპრეცედენტო სანქციებს უწესებენ და უკრაინის მხარდაჭერაში ჩვენ ვართ ერთიანი

26
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს უპრეცედენტო სანქციებს უწესებენ და უკრაინის მხარდაჭერაში ჩვენ ვართ ერთიანი
მოსასმენად დააჭირეთ

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, უსაფრთხოების ბლოკი რჩება ერთიანი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სტოლტენბერგის თქმით, დასავლელმა ლიდერებმა უზარმაზარი სამხედრო დახმარება გაუწიეს კიევს და იგი პირობას დებს, რომ გააგრძელებს ამ მხარდაჭერას.

„მსოფლიო გმობს ამ უაზრო ომს. ნატო-ს მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს უპრეცედენტო სანქციებს უწესებენ და ჩვენ ვართ ერთიანი, უკრაინის მხარდაჭერაში. მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენ ვწვრთნიდით, ათიათასობით უკრაინელ სამხედროს და ვაძლევდით დიდი რაოდენობით აღჭურვილობას, რათა დავეხმაროთ უკრაინას, თავდაცვის უფლების დაცვაში. რუსული შეჭრის დაწყების დღიდან, მოკავშირეებმა საგრძნობლად გააძლიერეს ჩვენი მხარდაჭერა, მამაცი უკრაინელი ხალხის, მთავრობისა და შეიარაღებული ძალების მიმართ, სამხედრო აღჭურვილობით, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებით და მილიონობით ლტოლვილისთვის თავშესაფრით. დღეს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ყველა ერთად მხარს ვუჭერთ უკრაინას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →