—

ირაკლი კობახიძე - უკრაინაში შესაძლო ვიზიტის საკითხი კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან

29
ირაკლი კობახიძე - უკრაინაში შესაძლო ვიზიტის საკითხი კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან
მოსასმენად დააჭირეთ

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში შესაძლო ვიზიტის განხორციელების საკითხი ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, მათ შორის…

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში შესაძლო ვიზიტის განხორციელების საკითხი ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, მათ შორის საქართველოს საერთაშორსო პარტნიორებთან.

როგორც ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განმარტა, ამ კონსულტაციებს საფუძვლად უნდა დაედოს პირველ რიგში, უსაფრთხოების რისკების ანალიზი.

„რაც შეეხება უკრაინაში შესაძლო ვიზიტის თემას, ნებისმიერი ასეთი საკითხი ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ამ კონსულტაციებს საფუძვლად უნდა დაედოს პირველ რიგში, უსაფრთხოების რისკების ანალიზი. როდესაც ასეთი კონსულტაციები შედგება, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან, ამის შემდეგ შეგვეძლება ჩვენი პოზიციის გახმოვანება“, - განაცხადა კობახიძემ.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →