—

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ მეოთხე რუსი გენერალი მოკლეს

25
უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ მეოთხე რუსი გენერალი მოკლეს
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ მეოთხე რუსი გენერალი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსი გენერალ-მაიორი ოლეგ მიტიაევი მარიუპოლის გარეუბანში ინტენსიური ბრძოლების დროს მოკლეს.

BBC-ის ცნობით, ოფიციალურ მოსკოვს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი გენერალ-მაიორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

როგორც გერაშჩენკომ განაცხადა, მიტიაევი 150-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური იყო.

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთს უკრაინაში, სავარაუდოდ, 20-მდე გენერალ-მაიორი ჰყავს, რომლებიც სამხედრო შეჭრას ხელმძღვანელობენ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →