—

დედაქალაქის მერია სამგორის მეტროსთან, ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობას კრძალავს

31
დედაქალაქის მერია სამგორის მეტროსთან, ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობას კრძალავს
მოსასმენად დააჭირეთ

დედაქალაქის მერია სამგორის მეტროსთან, ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობას კრძალავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მერიის გადაწყვეტილებით, გარევაჭრობა ყველა მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აიკრძალება.

„გვინდა მოვაწესრიგოთ სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ, ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარედ არსებული სივრცე. მინდა დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, კახა გულედანს, ასევე ისნის რაიონის გამგებელს ნიკოლოზ ელისაშვილს, დაიწყონ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, ასევე ბაზრობის ხელმძღვანელობასთან, რომ მოხდეს ამ ადამიანების გადაყვანა ბაზრობის ტერიტორიაზე. ასევე, ის კონკრეტული ჯიხურები, რომელიც ხელს უშლის ადამიანების გადაადგილებას [აიღოთ]. ყველა მეტროს ტერიტორია მოწესრიგებული უნდა იყოს. მინდა ირაკლი ბენდელიანი გავაფრთხილო, დაიწყოს მუშაობა, თუ რა არის გასაკეთებელი, რომ არსებული სივრცე ყველანაირად მოწესრიგდეს. ეს მიდგომა და დამოკიდებულება იქნება ყველა სივრცესთან დაკავშირებით მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე და მაქსიმალურად მოვაწესრიგებთ არსებულ მდგომარეობას“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ სიტუაცია უკვე მოგვარებულია ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მისივე ინფორმაციით, გარევაჭრობა აღარ არის და ტერიტორიიდან ჯიხურებიც აღებულია, რომელიც საზოგადოებას გადაადგილებაში ხელს უშლიდა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →