—

ცესკო - 2 აპრილს, შუალედური არჩევნებზე ხმის დათვლის ვიდეოგადაღება განხორციელდება, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად ემზადება

28
ცესკო - 2 აპრილს, შუალედური არჩევნებზე ხმის დათვლის ვიდეოგადაღება განხორციელდება, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად ემზადება
მოსასმენად დააჭირეთ

2021 წლის წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით, წელს, შუალედურ არჩევნებზე ხმის დათვლის ვიდეოგადაღება განხორციელდება, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად ემზადება. ინფორმაციას ცესკო ავცელებს.

მათი ცნობით, ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით ტრენერთა ტრენინგები დაიწყო.

როგორც ერთ-ერთმა ტრენერმა, ცესკო-ს წევრმა ივანე ნორაკიძემ აღნიშნა, არსებითად მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისთვის ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება და მისი უხარვეზოდ წარმართვა.

„ცესკოს წევრმა ივანე ნორაკიძემ და საინფორმაციო სისტემების მართვის განყოფილების უფროსმა როსტომ გაჩეჩილაძემ, დღეს იმ ტრენერებს ჩაუტარეს ვიდეოგადაღების ინსტრუქცია, რომელთაც თავის მხრივ, საუბნო საარჩევნო კომისიის შესაბამის წარმომადგენლებს ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით ტრენინგი უნდა ჩაუტარონ; დღევანდელი სწავლების მონაწილეებმა დეტალური ინსტრუქცია გაიარეს, ისაუბრეს გასულ არჩევნებზე ვიდეოფიქსაციის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე და მსგავსი შემთხვევების პრევენციის გზებზე.

ბათუმის, რუსთავის და გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ. უახლოეს მომავალში ვიდეოფიქსაციასთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიების იმ წარმომადგენლებს ჩაუტარებენ სწავლებას, რომლებიც 2 აპრილის არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღებას უშუალოდ საუბნო საარჩევნო კომისიებში განახორციელებენ“,-აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →