—

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული ცენტრი - რუსული ჯარების უმაღლესი სარდლობის 10 წევრი გავანადგურეთ - უკრაინის მიწაზე მათ ერთი ფასი აქვს: სასუქი შავი ნიადაგისთვის

23
უკრაინის უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული ცენტრი - რუსული ჯარების უმაღლესი სარდლობის 10 წევრი გავანადგურეთ - უკრაინის მიწაზე მათ ერთი ფასი აქვს: სასუქი შავი ნიადაგისთვის
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის 20 დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების უმაღლესი სარდლობის 10 წევრი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის…

რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის 20 დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების უმაღლესი სარდლობის 10 წევრი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციისა და საინფორმაციო უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის ოთხი გენერალ-მაიორი, სამი პოლკოვნიკი და სამი ვიცე-პოლკოვნიკი:

გენერალ-მაიორი მაგომედ თუშაევი,

გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი,

გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი,

გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი,

პოლკოვნიკი ანდრეი ზახაროვი,

პოლკოვნიკი სერგეი პოროხნია,

პოლკოვნიკი იგორ ნიკოლაევი,

ვიცე-პოლკოვნიკი იური აგარკოვი,

ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი სოფრონოვი,

ვიცე-პოლკოვნიკი მიხაილ ერმოლინი.

"სიკვდილი ელის ყველა რუს სამხედროს, რაც არ უნდა "ელიტურად" თუ "განსაკუთრებულად" ჩათვალონ ოკუპანტებმა. უკრაინის მიწაზე მას ერთი ფასი აქვს - სასუქი შავი ნიადაგისთვის. დიდება უკრაინას!"-აცხადებენ ცენტრში.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →