—

სალომე ზურაბიშვილი - არ არის მართალი, რომ არ შევუერთდით სანქციებს, სინამდვილეში, ჩვენ ვართ მრავალი საერთაშორისო სანქციების მონაწილე

30
სალომე ზურაბიშვილი - არ არის მართალი, რომ არ შევუერთდით სანქციებს, სინამდვილეში, ჩვენ ვართ მრავალი საერთაშორისო სანქციების მონაწილე
მოსასმენად დააჭირეთ

არ არის მართალი, რომ არ შევუერთდით სანქციებს, რადგან სინამდვილეში, ჩვენ ვართ მრავალი საერთაშორისო სანქციების მონაწილე, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-ის პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტის მიერ…

არ არის მართალი, რომ არ შევუერთდით სანქციებს, რადგან სინამდვილეში, ჩვენ ვართ მრავალი საერთაშორისო სანქციების მონაწილე, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-ის პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველო არის სწორედ იქ, სადაც უნდა იყოს.

,,არ არის მართალი, რომ არ შევუერთდით სანქციებს, რადგან სინამდვილეში, ჩვენ ვართ მრავალი საერთაშორისო სანქციის მონაწილე. საქართველოს აქვს თავისი სანქციები დაწესებული, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია. ასე რომ, ჩვენ განსხვავებულ სიტუაციაში ვართ, ვიდრე ევროპის უმეტესი ქვეყანა. ჩვენ არ გვაქვს დაცვა, ნატოს მე-5 მუხლით. ჩვენ ძალიან სოლიდარულები ვართ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც რეზოლუციები მიიღება. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველო არის იქ, სადაც უნდა იყოს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ იქ, სადაც უნდა ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ასევე გავაგრძელოთ ჩვენს ასოცირებულ სამეულთან, ეს არის უკრაინა და მოლდოვა და ვფიქრობ, დღეს ევროპაში არის ახალი ვითარება არა მარტო სანქციების მიმართ ერთიანობის კუთხით, არამედ ეს არის ახალი აღქმა იმისა, რომ უნდა გაკეთდეს რაიმე, იმ ქვეყნებისთვის, რომლების სადღაც შუაში არიან", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →