—

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ უნდა ეძებოს გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები

34
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ უნდა ეძებოს გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინამ უნდა ეძებოს გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები. ეს განცხადება დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.

„ალიანსის ზოგიერთმა სახელმწიფომ საკუთარი თავი დააშინა და აცხადებენ, რომ ისინი ვერ შეეჯახებიან რუსეთის რაკეტებს და თვითმფრინავებს უკრაინის ცაზე იმიტომ, რომ ეს ესკალაციას გამოიწვევსო. მიგვიყვანს მესამე მსოფლიო ომამდეო. მაშინ რაღას იტყვიან, თუკი რუსეთი შორს წავა ევროპაში და სხვა ქვეყნებს დაარტყამს? დარწმუნებული ვარ, იმავეს, რასაც უკრაინას ეუბნებოდნენ. ნატოს შეთანხმების მე-5 მუხლი არასოდეს ყოფილა ისეთი სუსტი, როგორც ახლაა. ეს მხოლოდ ჩვენი აზრია - როდესაც ალიანსის ზოგიერთ წევრს შეეშინდა მართლაც ალიანსი ყოფილიყო, რომელსაც შეუძლია დაიცვას ყველაფერი ის, რის გამოც ის შეიქმნა, თავისუფლება და დემოკრატია, კაცობრიობა და სამართლიანობა“ , - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საჭიროა გრძელვადიანი გარანტიების ძებნა „ჩვენთვის და ჩვენი ცისთვის“.

„ჩვენ ამაზე უარს არ ვიტყვით. გვჭირდება თვითმფრინავები. გავაგრძელებ ამაზე ლაპარაკს, გავაგრძელებ ამის მიღწევას. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები სახელმწიფოსთვის, ყველა უკრაინელისთვის. კონკრეტული გარანტიები იურიდიულად უნდა იყოს გამყარებული, რათა არავითარი ეჭვი არავის ჰქონდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →