—

სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, რუსეთთან დროებით სავიზო რეჟიმის აღდგენის საკითხზე მსჯელობა დაიწყონ

26
სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, რუსეთთან დროებით სავიზო რეჟიმის აღდგენის საკითხზე მსჯელობა დაიწყონ
მოსასმენად დააჭირეთ

„ლელოს“ პოლიტიკური მდივანი და პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, რუსეთთან დროებით სავიზო რეჟიმის აღდგენის საკითხზე მსჯელობა დაიწყონ. ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ…

„ლელოს“ პოლიტიკური მდივანი და პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, რუსეთთან დროებით სავიზო რეჟიმის აღდგენის საკითხზე მსჯელობა დაიწყონ. ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი სერიოზული გამოწვევაა და ხელისუფლებისგან იმ ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რომელსაც საზოგადოება ელოდება.

„მინდა ვკითხო ამ დარბაზში მყოფ უმრავლესობის წევრებს - პრეზიდენტზე თავდასხმის ნაცვლად ხომ არ არის დრო, რომ ისაუბროთ იმ უმძიმეს გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი. მარტივ შეკითხვას ვსვამ - თქვენი პარტიის ლიდერი ძალიან ბრიყვულად საუბრობს იმაზე, რომ როდესაც ჩვენ დღის წესრიგში ვაყენებთ რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი რაოდენობით შემოსვლის საკითხს, ეს ეთნიკური დევნის ელემენტების მატარებელია, ამის პარალელურად კი ვხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდ უმრავლესობას აქვს შეკითხვა, რატომ გაიზარდა რუსეთიდან შემომავალი მოქალაქეების რაოდენობა და რას აპირებს ხელისუფლება. მოვუწოდებ ხელისუფლებას - უნდა ვიმსჯელოთ დროებით სავიზო რეჟიმის აღდგენის საკითხზე რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, ამას სჭირდება სერიოზული მსჯელობა და ხელისუფლებისგან იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც საზოგადოება ელოდება. პოლიტიკური მასკარადის მოწყობის ნაცვლად მოგიწოდებთ, ამ თემებზე ისაუბროთ, რაც საზოგადოებას ძალიან აღელვებს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →