—

CNN - რუსეთმა ჩინეთს სხვადასხვა დახმარებასთან ერთად სამხედროებისთვის საკვები სთხოვა

19
CNN - რუსეთმა ჩინეთს სხვადასხვა დახმარებასთან ერთად სამხედროებისთვის საკვები სთხოვა
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთმა ჩინეთისგან სამხედრო და ფინანსური დახმარება სთხოვა. ამის შესახებ CNN-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.

რუსეთის თხოვნებს შორის, იყო წინასწარ შეფუთული, სამხედრო საკვების ულუფები, რომლებიც აშშ-ში ცნობილია როგორც "მზა საკვები".

როგორც მედია წერს, მოთხოვნა ხაზს უსვამს ძირითად ლოჯისტიკურ გამოწვევებს, რომლებმაც სამხედრო ანალიტიკოსებისა და ოფიციალური პირების შეფასებით, ხელი შეუშალა რუსეთის პროგრესს უკრაინაში და აჩენს კითხვებს რუსი სამხედროების მზადყოფნაზე.

"ქვედანაყოფები რეგულარულად სცილდებიან თავიანთ კოლონებს და ღია წყაროების ანგარიშებში ნაჩვენებია, რომ რუსი ჯარები შეიჭრნენ სასურსათო მაღაზიებში საკვების საძიებლად",- წერს მედია.

ამასთან, ამავე ინფორმაციით, აშშ-ს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთმა გამოხატა გარკვეული ღიაობა რუსეთს უკრაინასთან ომის ფარგლებში მოთხოვნილი სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწიოს.

რომში შვიდსაათიანი შეხვედრის დროს, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მთავარმა თანაშემწემ გააფრთხილა მისი ჩინელი კოლეგა "პოტენციური შედეგების შესახებ" ჩინეთისთვის, თუ რუსეთს დაუჭერს მხარს.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →